ახლა შეუძლებელია ენერგოსისტემის 100%-ით აღდგენა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის იერიშით დაზიანებული ენერგეტიკული სისტემის სრული აღდგენა ახლა შეუძლებელია.

მისი თქმით, ყველაზე მეტი გამორთვა კიევის, ლვოვის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, პოლტავას, ვინიცის რეგიონში და ზაკარპატიაში ფიქსირდება.

,,ჩვენ მუდმივად ვზრდით ელექტროენერგიის გამომუშავებას და მიწოდებას – თითქმის ყოველდღე ვამატებთ მეტ მოცულობას. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს – და ყველამ არ უნდა დაგვავიწყდეს – რომ ახლა შეუძლებელია ენერგოსისტემის 100%-ით აღდგენა, როგორც ეს იყო რუსული ენერგოტერორის დაწყებამდე. დრო გვჭირდება. სწორედ ამიტომ რჩება გამორთვის გრაფიკები უმეტეს ქალაქებსა და რაიონებში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები