„ბულინგით და ზეწოლით ხელს არაფერს ვაწერ“ – პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

ამ წუთებში, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს და განმარტავს თუ რატომ მოაწერა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ხელი.

„მინდა საზოგადოებისთვის გასაგები იყოს რატომ მოვაწერე ხელი რიგგარეშე სესიას. ყველამ გაიგოს რომ არცერთი ბულიგის თუ ზეწოლის გამო არ ვაწერ ხელს. ეს ყველამ კარგად იცის და მადლობა ზრუნვისთვის.

მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ მიმაჩნია, დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწევა არის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ 6 თვეში, 7 თვეში თუ რაც იქნება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სესია სრულიად გამართლებულია. გამართლებული არ არის ახლა დასვენება“ – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვდა, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი დღეს მოაწერა.

მსგავსი თემები