„პუტინი ენერგეტიკას იარაღად იყენებს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი უკვე მერამდენედ იმეორებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ენერგეტიკას იარაღად იყენებს. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, ის აუცილებლად დამარცხდება.

„პუტინი ენერგეტიკას იარაღად იყენებს. ის ამცირებს მიწოდებას და მანიპულირებს ენერგეტიკული ბაზრებით. ის დამარცხდება. ევროპა გაიმარჯვებს. ევროკომისია ამზადებს ინიციატივებს, რათა დაეხმაროს მოწყვლად ოჯახებს და ბიზნესს, გაუმკლავდნენ ენერგორესურსების მაღალ ფასებს“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეკრება 9 სექტემბერს დაიგეგმა.

 

მსგავსი თემები