ევროკავშირი, ჩინეთში 12 ტონა დამცავ აღჭურვილობას გზავნის

კორონავირუსთან დაკავშირებით, ევროკავშირი ჩინეთში 12 ტონა დამცავ აღჭურვილობას გზავნის. როგორც ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ჩინეთს დამცავი აღჭურვილობა ესაჭიროება, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრებმა 12 ტონა აღჭურვილობის გამოყოფის გადაწყვეტილება სასწრაფო წესით მიიღეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ევროკავშირს მედიკამენტების გამოყოფის თხოვნითაც მიმართა.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ჩინეთს ნებისმიერ საჭირო დახმარებას მომავალშიც გაუწევს.

მსგავსი თემები