რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესრულებას აშშ გააკონტროლებს

თეთრი სახლი ახალ ოფისს ხსნის, რომელიც, კონკრეტულად, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულებას გააკონტროლებს.  სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციების კოორდინაციის ოფისს  ელჩი გაუწევს. სახელმწიფო დეპარტამენტი ახალი ოფისის მუშაობას კრიტიკულად მნიშვნელოვანს უწოდებს.

„ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი უკვე შეუდგა მუშაობას. ის იმუშავებს სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში. ითანამშრომლებს სხვადასხვა უწყებასთან ადმინისტრაციაში და ასევე იმუშავებს მოკავშირეებთან, რომ უზრუნველყოს, სანქციების შესრულების კონტროლი“ – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

მსგავსი თემები