„ეს იყო პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც ასეთი პატივი პირველ ლედის მიენიჭა

აშშ-ში უკრაინის პირველი ლედის ვიზიტსა და კონგრესში სიტყვით გამოსვლას უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება აფასებს და ამბობს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა აშშ-ის  ისტორიაში.

„ეს იყო პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც ასეთი პატივი პირველ ლედის მიენიჭა და ეს იყო ზუსტად უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის მსგავს გამოვლინებას. პირველმა ლედიმ შეერთებულ შტატებში კონგრესის წევრებს ძლიერი სიტყვით მიმართა, რომელსაც ისინი თვალცრემლიანი უსმენდნენ. ოლენა ზელენსკა საუბრობდა არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტის მეუღლე, არამედ როგორც დედა და შვილი, რომელიც საუბრობს უკრაინის შვილებისა და მშობლების სახელით. ეს ეხებოდა ენით აუწერელ ტკივილს, ადამიანებზე, რომელთა სიცოცხლეც შეწყდა ან დასახიჩრდა ბარბაროსული რუსული ომისა და სარაკეტო ტერორის გამო”, – წერს დმიტრო კულება საკუთარ სოციალურ გვერდზე.

„ვითხოვ ისეთ რამეს, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს“, – უკრაინის პირველი ლედი კონგრესში

მსგავსი თემები