,,ეს არის კონფლიქტის გაღვივება”- დაპირისპირება კინოთეატრ ამირანში

  დაპირისპირება კინოთეატრ ამირანში –  სოხუმის დაცემის დღეს ლია ტოკლიკიშვილის მიერ გადაღებული ფილმის „იარე ლიზა“ ჩვენებას დარბაზში დამწრეების პროტესტი მოყვა. შესაბამისი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,თქვენ ამ ფილმით ამზადებთ ნიადაგს აფხაზეთის აღიარებისთვის” – ისმის ვიდეოში. ,,ჯარისკაცები ნარკომანებად გამოიყვანეთ” – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე ვიდეოში. ,,ეს არის კონფლიქტის გაღვივება, როდესაც გინდათ აფხაზებს მოეფეროთ და საკუთარ ხალხს დაწყვიტოთ გული”,- ამბობს ერთ-ერთი დამსწრე.