ისრაელში ოჯახის ხუთი წევრი მოკლეს

ისრაელში, არაბული ოჯახის ხუთი წევრი საკუთარ სახლში მოკლეს. შემთხვევა ჩრდილოეთ ქალაქ ბასმატ ტაბუუნში მოხდა, მოკლულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი და ორი მოზარდი.

ისრაელის არაბულ დასახლებებში მკვლელობებთან დაკავშირებულ დანაშაულის ბოლო ტალღამ წელს ახალ პიკს მიაღწია.

იანვრიდან მოყოლებული ისრაელში 180-ზე მეტი არაბი მოქალაქე დაიღუპა.

მსგავსი თემები