,,მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე”- ხვიჩა კვარაცხელია

”ნაპოლის” ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. მას  19 მარტის შემდეგ არ გაუტანია, თუმცა გუშინ  „უდინეზესთან“ დაპირისპირებისას გოლიც გაიტანა, პენალტი მოიპოვა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

„რა თქმა უნდა, მომენატრა ეს გრძნობა. ასეთი ხანგრძლივი უგოლო სერიის გამო ყველა ფეხბურთელი ინერვიულებდა, მაგრამ მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე. „სასუოლოს“ შემდეგ ეს პირველი მოგება იყო და ასე უნდა განვაგრძოთ. მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტეთ, უნდა დავუბრუნდეთ ისეთ ფეხბურთს, როდესაც ბურთს ვაკონტროლებთ. ვფიქრობ, დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ“, – აცხადებს კვარაცხელია.

მსგავსი თემები