გერმანიის კანცლერი კიევში ჩავა

გერმანიის კანცლერი და უკრაინის ერთ-ერთი მხარდამჭერი ოლაფ შოლცი, სხვა უმაღლესი პოლიტიკური პირების მსგავსად, ომში მყოფ უკრაინაში ჩასვლას გეგმავს.

“დოიჩე ველე-ს” ინფორმაციით, შესაძლოა, კიევში სამი ქვეყნის ლიდერი ერთად ჩავიდეს. საუბარია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად დაგეგმილ ვიზიტზე.

ვიზიტს პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, სიმბოლური დატვირთვაც ექნება.

მსგავსი თემები