აზერბაიჯანში ეროვნული დღესასწაულია – აქტივისტები დამოუკიდებლობის დღეს გარეჯში აღნიშნავენ

დღეს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ორი მეზობელი სახელმწიფოს აქტივისტები იკრიბებიან. ორივე ერთი მოთხოვნით, რომ გარეჯი მათი სახელმწიფოს ნაწილია.

რამდენიმე კვირის უკან, ქართველი სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები დაირაზმნენ და დავით გარეჯის მიმდებარედ, ბილიკზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ამ აქციით, ყველას გასაგონად, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ გარეჯი საქართველოა. აქციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, იგივე ქმედება აზერბაიჯანის მოქალაქეებმაც, აქტივისტებმაც განახორციელეს და გარეჯზე აზერბაიჯანის სახელმწიფოს დროშები ააფრიალეს. ეს კი მაშინ ხდებოდა, როცა ორი ქვეყნის წარმომადგენლები საზღვრის დემილიტარიზაცია-დემარკაციის პროცესზე მოლაპარაკებებს მართავდა.

დღეს, აზერბაიჯანი ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. 28 მაისს, ეროვნულმა საბჭომ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსლიმურ აღმოსავლეთში. 1990 წლიდან, 28 მაისი აზერბაიჯანში აღინიშნება, როგორც ეროვნული დღესასწაული. ამ დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის მოქალაქეები დავით გარეჯში აპირებენ ასვლას და აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშის ატანას. იგივეს გეგმავენ ქართველი სამოქალაქო აქტივისტები, ქართული დროშით, იმის დასაფიქსირებლად, რომ გარეჯი საქართველოა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, დავით გარეჯში თავადაც მიემგზავრება. დავით გარეჯისკენ დაგეგმილ მასშტაბურ მსვლელობას სხვადასხვა ეპარქიებიც უერთდებიან.

მსგავსი თემები