ანდრეი შევჩენკო უკრაინის პრეზიდენტის დამოუკიდებელ მრჩევლად დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  უკრაინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო დამოუკიდებელ მრჩევლად დანიშნა. 

აღნიშნული ბრძანებულება No589/2023 პრეზიდენტის ვებგვერდზე 2023 წლის 26 სექტემბერს, სამშაბათს გამოჩნდა.

„დანიშნოს ანდრეი მიკოლაევიჩ შევჩენკო უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად (სახელმწიფოს გარეთ)“, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

მსგავსი თემები