,,ტერორისტული თავდასხმა, ავტორები, შემსრულებლები, შემკვეთები – უკრაინის სპეცსამსახურები არიან“- პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებას ტერორისტული აქტს უწოდებს. მისი თქმით, უკრაინის სადაზვერვო ძალები მიზნად რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებას უსახავდნენ.

„როგორც ახლახანს მომახსენეთ, ეჭვგარეშეა. ეს არის ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ავტორები, შემსრულებლები, შემკვეთები – უკრაინის სპეცსამსახურები არიან“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბასტრიკინის განცხადებით, ყირიმის ხიდის აფეთქებამდე, სატვირთო ავტომობილმა საქართველოს, სომხეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და კრასნოდარის ტერიტორია გაიარა.

მისივე თქმით, ცნობილია ტერაქტის მომზადებაში ჩართული პირები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით,  აფეთქებაში მონაწილეობდნენ როგორც უკრაინის სპეცსამსახურები, ასევე რუსეთის მოქალაქეები და უცხო ქვეყნები.

 

მსგავსი თემები