,,იარაღით მოგვივარდა სახლში”- შეიარაღებული თავდახმა თბილისში

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ღამით შეიარაღებული პირი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს.

ირკვევა, რომ დაზარალებული, სავარაუდო დამნაშავის მეგობარია.

თავდამსხმელი მეგობარსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გარჩევა, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება.

,,ჩემი შვილიც მოსაშორებელია. წამალი ვერ გაიყვეს ეტყობა, ორი გრამი და იარაღით მოგვივარდა სახლში. აგერ ცხოვრობს ჩემ მეზობლად და ახლა დაკავებული ჰყავთ, არ ვიცი რა ბედი ეწევა, ალბათ დაიცავენ კიდევ ეს მთავრობა. ჩემ რძალს მოუშვია იარაღი ბავშვი უკან ედგა, 6 წლის ბავშვი”, – განუცხადა ოჯახის წევრმა ”მთავარ არხს”

მსგავსი თემები