საოკუპაციო ძალებმა, უკრაინის ქალაქი მიკოლაევი დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, უკრაინის ქალაქი მიკოლაევი დაბომბეს ორშაბათს ღამით. არსებული ინფორმაციით, 12 ადამიანი დაშავდა და განადგურდა სახლები.

„მტერმა ღამით მასიურად დაბომბა ქალაქი. რუსები თავიანთ რაკეტებს ესვრიან საცხოვრებელ პუნქტებს, სავაჭრო ცენტრებს, რეკრეაციულ ცენტრებს და მრავალბინიან შენობებს“, – წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე,  კირილო ტიმოშენკო Telegram-ზე.

მიკოლაივის მერის, ალექსანდრე სიენკევიჩის განცხადებით, დაბომბვის შედეგად ორი საავადმყოფო დაზიანდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკა მიკოლაივის დაბომბვას გამოეხმაურად და აღნიშნა, რომ რუსეთს “ბავშვების სისხლი აქვს ხელებზე”.

მსგავსი თემები