,,რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დახმარებას”- პუტინი

,,მინდა დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დახმარებას”, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტისთვის ე.წ. რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით გაგზავნილ მილოცვაშია ნათქვამი.

პუტინის თქმით,  რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს “სამხრეთ ოსეთთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების” განვითარებას.

,,მინდა დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხის დახმარებას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე სახელმწიფოს მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების გადასაჭრელად”, – ნათქვამია წერილში.

 

მსგავსი თემები