ჯო ბაიდენის შვილს სამი მუხლით ბრალი წაუყენეს

აშშ-ის ისტორიაში პირველად, მოქმედი პრეზიდენტის შვილი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული. ჰანტერ ბაიდენს სამი მუხლით წაუყენეს ბრალი წაუყენეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჯო ბაიდენის შვილს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბრალდების თანახმად, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს კოლტის ტიპის რევოლვერის ყიდვისას, ოფიციალური დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკებს აღარ მოიხმარდა. მეორე ბრალდება ჰანტერ ბაიდენის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია.

ამასთან, ჯო ბაიდენის შვილმა 2023 წლის ივნისში პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაიწყო, რაც ჰანტერ ბაიდენის მიერ იარაღის შესყიდვისას ტყუილს და მის მიერ გადასახადების დაგვიანებით გადახდის ბრალდებებს ეხებოდა. საპროცესო შეთანხმება ივლისში ჩაიშალა.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის და სად გაიმართება ბაიდენის პირველი სასამართლო სხდომა.

 

მსგავსი თემები