ლიბიაში გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11 300-მდე გაიზარდა

ლიბიაში გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11 300-მდე გაიზარდა, დაკარგულად 10 000 ადამიანი მიიჩნევა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ დერნაში.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიბიაში ძლიერმა წვიმებმა ორი კაშხლის ჩამონგრევა გამოიწვია, ამის შედეგად კი წყალი უკვე დატბორილ რაიონებში შევიდა.

წყალდიდობის შედეგად ჩაიძირა ათობით სოფელი და ქალაქი.

მსგავსი თემები