ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში ჯო ბაიდენს შეხვდება – მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას NBC უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

NBC-ს წყაროს ცნობით, ნიუ-იორკში ყოფნისას უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაში ვიზიტს გეგმავს.

ამ ეტაპზე უცნობია თუ სად შედგება ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრა.

ცნობისთვის, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები ბოლოს ერთმანეთს ივლისში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე შეხვდნენ.

მსგავსი თემები