ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერც ერთი სანქცია ვერ შეცვლის ხედვას აშშ-საქართველოს ურთიერთობებში – მეთიუ მილერი

უკანასკნელი 30 წელიწადში აშშ და საქართველო ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად, ვმუშაობთ ერთად ისეთი საქართველოსთვის, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახშიჩვენ მიერ . ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერც ერთი სანქცია ამ ხედვას ვერ შეცვლის ჩვენს ურთიერთობებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე: „წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. მანამდე სანქციები შეეხოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. ხომ არ იქონიებს ეს გავლენას საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე, მეთიუ მილერმა უპასუხა:

„მე არ მსურს, ასეთი დასკვნის გამოტანა. მე ვიტყვი, რომ ჩვენ სანქციები დავუწესეთ 150-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკური პირს. არ ვისაუბრებ თითოეული სანქციის დეტალებზე. გადაგამისამართებთ ჩვენს და სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, თუმცა 150 პირზე ცალ-ცალკე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით სოლიდარული ქართველი ხალხისადმი და მათი მისწრაფებისადმი, იყვნენ თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკანასკნელ 30 წელიწადში ჩვენ ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად, ვმუშაობთ ერთად ისეთი საქართველოსთვის, რომლის ხედვასაც ვიზიარებთ, საქართველოსთვის, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებულო ევროატლანტიკურ ოჯახში და ჩვენ მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერც ერთი სანქცია ამ ხედვას ვერ შეცვლის ჩვენს ურთიერთობებში“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

აშშ-მ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

მსგავსი თემები