აშშ-მ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

  ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, აშშ-ის დამატებით სანქციებში ჯამში 150 პირი მოხვდა. ,,სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ”, – დაწერა გამოცემა Associated Press-მა. შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იყო.