აშშ-მექსიკის საზღვარი მსოფლიოს ყველაზე საშიში და მომაკვდინებელი სახმელეთო მარშრუტია – გაეროს მიგრაციის სააგენტო

გაეროს მიგრაციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, აშშ-მექსიკის საზღვარი მსოფლიოს ყველაზე საშიში და მომაკვდინებელი სახმელეთო მარშრუტია.

ანგარიშის მიხედვით, აშშ-მექსიკის საზღვრის გადალახვისას, მხოლოდ 2022 წელს, მიგრაციის საერთაშორისო სააგენტომ აშშ-მექსიკის საზღვარზე 686 ადამიანის სიკვდილი დაადასტურა.

ამასთან, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ მაჩვენებლი გაცილებით საგანგაშოა, რადგან, შესაძლოა,  დაღუპული მიგრანტების ნაწილი არ არის ასახული მექსიკის სახელმწიფო სააგენტოს სატისტიკაში.

მსგავსი თემები