რუსეთმა ხერსონი დაბომბა – დაიღუპა 6 წლის ბიჭი

უკრაინაში, ხერსონის რაიონ სოფელ ნოვოდმიტროვკაში დაბომბვის შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა. დაბომბსვის შედეგად, დაიჭრა მისი 13 წლის ძმა და ასევე სამი მეზობელიც, რომლებიც ბავშვების დახმარებას ცდილობდნენ.

პროკურატურა იტყობინება, რომ 00:00 საათის შემდეგ ოკუპანტებმა არტილერიიდან ბელოზერსკის თემის სოფელ ნოვოდმიტროვკაზე ცეცხლი გაუხსნეს. მტრის ჭურვები კერძო სახლსა და მის ტერიტორიაზე მოხვდა.

6 წლის ბიჭმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. მისი 13 წლის ძმა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები