,,შეუძლებელია ადამიანმა აქ ყოფნის გარეშე აღიქვა ტრაგედიის მასშტაბი”- 40 დღე  შოვის ტრაგედიიდან

შოვში მომხდარი ტრაგედიიდან 40 დღე გავიდა. მოქალაქე ნათია ნადირაშვილი სოცციალურ ქსელში სტიქიის ონიდან რაჭიდან ემოციურ კადრებსა და პოსტს აქვეყნებს.

,,40 დღე გავიდა შოვის ტრაგედიიდან… ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.. შეუძლებელია ემოციებისა და ცრემლების შეკავება, როცა პირდაპირ ხედავ სტიქიის ბობოქარ შედეგს, შეუძლებელია ადამიანმა აქ ყოფნის გარეშე აღიქვა ტრაგედიის მასშტაბი, მაშველების და ექიმების განადგურებული სახეები და უსუსური თვალები, ძალაუნებურად სისხლი გაგეყინება ძარღვებში“,- წერს მოქალაქე.

 

მსგავსი თემები