სალომე ზურაბიშვილი დავიდა სალომე სამადაშვილამდე – ირაკლი კობახიძე

მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია პრეზიდენტს საგარეო ვიზიტების განხორციელება და აქაც სჭირდება მთავრობის თანხმობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი კონსტიტუციაში 2010 წელს ჩაიწერა და 2013 წლიდან ამოქმედდა.

კითხვაზე – „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს აღარ ენდობა? – კობახიძე პასუხობს:

„დიდი ხანია ეს მოცემულობა სახეზეა და ამას კონკრეტული საფუძველი აქვს. უკვე დიდი ხანია, ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ ემთხვევა ზურაბიშვილის რიტორიკა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რიტორიკას. სალომე ზურაბიშვილი დავიდა სალომე სამადაშვილამდე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა“,-  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები