ქართველები ესპანეთის ქალაქებში სახლებს ძარცვავდენენ – დააკავეს ქართული ბანდის წევრები

ესპანეთში ქართული ბანდის წევრები დააკავეს, რომლებიც ქალაქებში სახლებს ძარცვავდნენ. ესპანური მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება დაფუძნებული იყო მადრიდში  და ხელმძღვანელობდა ქართული ორგანიზებული დანაშაულის ხელმძღვანელი ე.წ. „კანონიერი ქურდი“.

ისინი ესპანეთის ტერიტორიაზე სახლებსა და სხვადასხვა შენობებს ძარცვავდნენ. დაჯგუფების წევრების აღნიშნავდნენ ფერმებს ან შენობებს პლასტმასის მარკერების მეშვეობით, რათა აღმოეჩინათ შესაძლო ცარიელი სახლები და ახორციელებდნენ ძარცვას ღამით ან შაბათ-კვირას.

თანხებს ჯგუფის წევრები საქართველოში და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ.

პოლიციამ გამოავლინა ჯგუფის სამი წევრი, ისინი ლუგოს პროვინციაში დააკავეს. სახლის ჩხრეკისას ამოღებულია მოპარული ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული საათები, ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები, ნაღდი ფული.

მსგავსი თემები