მკვლელობა გურჯაანში – დაკავებულ 85 წლის კაცს შვილიშვილმა ფერმა გადაუწვა

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში – მეზობელმა მეზობელი მოკლა. 85 წლის თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მეხანძრე-მაშველი ბექა ჯანიაშვილი მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით, მკვლელობაში ბრალდებულის ფერმა დაწვეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი ადგილზე დაკავებულის შვილიშვილმა გააჩინა, რომელიც მოკლული ბექა ჯანიაშვილის ახლო მეგობარი იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით პრობლემებს მოჰყვა, რაც წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთის გამო დავას უკავშირდება.

მსგავსი თემები