თავიდან ავიცილეთ ინფექციური დაავადებების გავრცელება – უკრაინა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კახოვკის ჰესზე მომხდარი ტერაქტის შედეგების ლიკვიდაცია დაასრულეს და ინფექციური დაავადებების,  ქოლერის გავრცელება თავიდან აიცილეს.

„დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტების და ექიმების, სასწრაფო დახმარების სამსახურისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ინფორმაციის სწრაფი გაცვლის კარგად კოორდინირებული მუშაობის წყალობით და იმის გამო, რომ ხალხმა მოისმინა შეზღუდვები და რეკომენდაციები, თავიდან აიცილა ინფექციური დაავადებების გავრცელება. “ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, იგორ კუზინმა.

მისი თქმით, დაზიანებულ ტერიტორიებზე სამი ინფექციური კერა იყო განლაგებული. მწვავე ნაწლავური ინფექციით სამი ათასზე მეტი ადამიანი გამოიკვლია ქოლერაზე – ქოლერა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

ჰესის განადგურების შედეგად დატბორვის შემდეგ პირველ დღეებში, ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, სანიტარიულ სტანდარტებთან შეუსაბამობამ 35% მიაღწია.

მსგავსი თემები