,,სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და ევროპიდან ღიმილიანი ფოტოები გამოაგზავნა”- გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია და ევროპიდან ღიმილიანი ფოტოები გამოაგზავნა. ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ ხალხს ასე დასცინის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ ხალხს ასე დასცინის.

„სალომე ზურაბიშვილმა გაგვაგებინოს, რომელი ქვეყნის კონსტიტუციით მოქმედებს, ან იქნებ, მიუღებელი კონსტიტუცია აქვს, თავად დაწერა და როგორც უნდა, ისე ირგებს. მისი დამოკიდებულება კითხვებს ბადებს – ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა და ევროპას მადლობა გადაუხადა, სტატუსი რომ არ მოგვეცითო. ამის შემდეგ რამდენჯერმე საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია და ევროპიდან ღიმილიანი ფოტოები გამოაგზავნა. ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ ხალხს ასე დასცინის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები