,,ხმა გავიგე ვაიმეო და ბექა, თოფი გესროლა-მეთქი, შვილო? ერთი ვაზნაა დაცლილი” – მოკლულის მამა

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში – მეზობელმა მეზობელი მოკლა. 85 წლის თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მეხანძრე-მაშველი ბექა ჯანიაშვილი მოკლა.

,,თოფის გავარდნის ხმა რომ გავიგე, ახლოს ვიყავი. ალბათ, ერთ 100 მეტრში, ჩემს ტერიტორიაზე ვიყავი. ხმა გავიგე ვაიმეო და ბექა-მეთქი, თოფი გესროლა-მეთქი, შვილო. ამან ერთი 70-80 მეტრი გამოიარა და მე რომ უკვე გამოვედი, უკვე გზაზე დავარდა. ერთი ვაზნაა დაცლილი ოღონდ მრავალსაფანტიანი. რა ვიცი, ექსპერტიზას უთქვია, რომ 48 ცალი ამოვიღეთ ის საფანტიო,” – განუცხადა მოკლულის მამამ ”მთავარ არხს”. 

მსგავსი თემები