“ტასის” ინფორმაციით, მოსკოვში ელოხოვოს საკათედრო ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა.
დეკანოზი ალექსანდრ აგეიკინი 48 წლის იყო. ის ელოხოვოს საკათედრო ტაძრის წინამძღვარი 2013 წლიდან იყო.
რუსეთში ოფიციალური მონაცემებით, სულ გამოვლენილია კორონავირუსის 52 700-ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 456 ადამიანი.