გურჯაანში კორონავირუსი 19 წლის ახალგაზრდას დაუდასტურდა

გურჯაანში კორონავირუსი 19 წლის ახალგაზრდას დაუდასტურდა. გურჯაანის მერის თქმით, პაციენტი სოფელ კარდენახში, დაკრძალვაზე იმყოფებოდა, სადაც დაახლოებით 30 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

“გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 19 მარტს, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდა, რომელსაც სამწუხაროდ დაუდასტურდა კორონავირუსი. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვენების კონტაქტების დადგენაზე.” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსი 110 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან 21 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები