“ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ,” – გიორგი გახარია

“ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ,” – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება.

„ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას. მთავრობის სხდომა მაქვს და ცოტა მეჩქარება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია პრემიერ-მისნიტრის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები