რუსეთმა ომში დაახლოებით 250 240 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 250 240 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის საერთო დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 250 240; ​ტანკი – 4 244; ჯავშანტექნიკა – 8 270; საარტილერიო სისტემა – 4 977; სარაკეტო სისტემა – 709; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 467; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 311; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 154; საკრუიზო რაკეტები – 1 377; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 451; გემი/ნავი/კატარღა – 18;​სპეციალური აღჭურვილობა – 735.

მსგავსი თემები