რუსეთმა ხერსონის რაიონში ოლჰივკა დაბომბა – დაშავდა 2 ქალი

გასულ ღამეს რუსეთმა ხერსონის ოლქში სოფელი ოლჰივკა დაბომბა. დაბომბვის შედეგად ორი ქალი, 77 და 73 წლის დაშავდა.

,,საღამოს ოკუპანტებმა დაბომბეს ოლჰივკა, ერთ-ერთი ჭურვი კერძო სახლის ეზოში მოხვდა. დაშავდა ორი ქალი, 77 და 73 წლის. მათ კიდურების არეში დაზიანებები და აკუბაროტრავმა აღენიშნებათ. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი“,- ნათქვამია ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსგავსი თემები