რუსებმა ხერსონში ეკლესია დაბომბეს – დაშავდა სამი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრში ეკლესია დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის რეგიონული სამხედრო ხელმძღვანელი, ოლექსი პროკუდინი Telegram-ზე ავრცელებს.

პროკუდინის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.

“დაშავდა ტროლეიბუსის სამი მგზავრი, რომლებიც რუსული დაბომბვის დროს კათედრალის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა”, – წერს პროკუდინი. 

მისივე ცნობით, დაშავებულები არიან 39 წლის ქალი და 53 წლის კაცი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება უკვე ჩაუტარდათ. შედარებით მძიმედ დაშავდა 74 წლის კაცი, მას გულმკერდის დაზიანებები და ტვინის დახურული ჭრილობა აღენიშნება.

მსგავსი თემები