რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლში სამშაბათს დილით ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ქალაქის მერი, ივან ფედეროვი ავრცელებს.

,,ძლიერი აფეთქება მელიტოპოლის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ უბანში, 24-ე ლიცეუმის მახლობლად, სადაც კიდევ ერთი ოკუპანტების ბუდეა თავმოყრილი”, – წერს ივან ფედოროვი Telegram-ზე.

ფედეროვის თქმით, რუსი სამხედროები ადგილობრივების სახლებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სახლდებიან, საცხოვრებელ პუნქტებში სამხედრო ტექნიკას ათავსებენ.

მსგავსი თემები