უკრაინული მხარის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის გადასაცემად ბალისტიკურ რაკეტებს ამზადებს

უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ რუსეთსა და ირანს შორის  ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რასაც ირანი აკეთებს, ეს მსოფლიოსთვის სახიფათო ნაბიჯია.

„გვესმის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე.  დიპლომატიას, სამხედრო დაზვერვასა და ყველა  სტრუქტურა ძალიან აქტიური პოზიცია გააჩნია და მუშაობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცონ, რამდენად სახიფათოა ირანის მიერ რუსეთისადმი შეიარაღების გადაცემა”, – აცხადებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკი.

მისივე მტკიცებით, არსებობს ფაქტები, რომ ირანი და რუსეთი მტკიცედ თანამშრომლობენ.

 

მსგავსი თემები