“15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

“15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

საეკლესიო წესების მიხედვით, თვითმკვლელობის შემთხვევაში გარდაცვლილს წესს არ უგებენ. თუმცა. როგორც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ამ შემთხვევაში გარდაცვლილ მოზარდს წესს აუგებენ. 

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო. ჩატარებული ოპერაციის მიუხედავად, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მსგავსი თემები