ბათუმში, ოპოზიციის აქტივისტებს აკავებენ

ბათუმში გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ოპოზიციის 10-მდე მხარდამჭერი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ა/ო “ალტერნატივა”-ს წევრები და ბათუმელი მოჭიდავეები, რომლებმაც აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს და ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს დედაქალაქში მიმდინარე აქციას სადაც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს მსვლელობით აპროტესტებდნენ.

მოგვიანებით აქციის მონაწილეები “გმირთა ხეივანში” გადაადგილდებოდნენ რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მსგავსი თემები