,,ჩვენი მიზანია, უკრაინას საბრძოლო მასალა მივაწოდოთ, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით”- ჯოზეფ ბორელი

,,ჩვენი მიზანია, უკრაინას საბრძოლო მასალა მივაწოდოთ. სწრაფად, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით და დაბალ ფასად. ჩვენ უნდა ვიყოთ პრაქტიკული: სწრაფად, იაფად და საჭირო რაოდენობით”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა  წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტრები შეთანხმებას მიაღწევენ.

,,შუადღისას, ჩვენ გავმართავთ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ერთობლივ შეხვედრას და იმედი მაქვს, რომ ისინი დაასრულებენ შეთანხმებას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით. არის წინადადება, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას, ჯამში 2 მილიარდ ევროს. იმედი მაქვს, მინისტრები შეთანხმებას მიაღწევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიჭირდება, გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება”, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები