„რუსული ძალების ამოცანა სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაა” – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სახმელეთო ჯარები აგრძელებენ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობას. დაზვერვის ცნობით, რუსეთი იყენებს 50 წლის წინანდელ ტანკებს სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის დასაკავებლად.

„რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის ამოცანად, როგორც ჩანს სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია რჩება. ბოლო დღეებში, რუსეთმა, სავარაუდოდ, 50 წლის T-62 ტიპის ტანკები რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში გადაიტანა. T-62 ტანკები თითქმის დაუცველნი იქნებიან ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიმართ და მათი ყოფნა ბრძოლის ველზე ხაზს უსვამს რუსეთის თანამედროვე, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი აღჭურვილობის დეფიციტს,“ – აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში.

უწყების ცნობით,  უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს დონბასის გარკვეულ ტერიტორიებზე.

მსგავსი თემები