გერმანია ევროკავშირისგან უკრაინისთვის ცხრა მილიარდი ევროს გადაცემას ეწინააღმდეგება

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანია ევროკავშირისგან უკრაინისთვის ცხრა მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას ბლოკავს.

მედიის ცნობით, გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდერი  მხოლოდ ერთი მილიარდი ევროს გადაცემას თანხმდება.

მინისტრი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის თანხების საერთო ევროპული სესხის მეშვეობით გამოყოფას, რადგან ლინდერი ფიქრობს, რომ სექტემბერში უკრაინამ შესაძლოა, ვერ გადაიხადოს 900 მილიონი ევროს ოდენობის საგარეო ვალი.

 

 

მსგავსი თემები