კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 23-ის მდგომარეობა მძიმე, ოთხის კი კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ-ცენტრებში 259 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

მისივე თქმით, აქდან ოთხის მდგომარეობა მძიმე, 23-ის კი კრიტიკულია.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით 21 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული, ორის კი მძიმეა.

„კოვიდ-ცენტრების რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობს ოთხი კრიტიკულად მძიმე პაციენტი და 23 მძიმე პაციენტი. ჩვენს ცენტრში გვყავს ერთი კრიტიკულად მძიმე და ორი მძიმე პაციენტი. მათი მდგომარეობა ორი დღეა, სტაბილურია, აღარ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, რაც პროგნოზის კეთილსაიმედობაზე მეტყველებს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები