“ძალიან გთხოვთ, ინდურ შტამთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად ვიყოთ” – ამირან გამყრელიძე

რა საფრთხის შემცველია კორონავირუსის მუტაციის ახალი ფორმები და რა დამატებითი პრევენციული ღონისძიების გატარებას გეგმავს საქართველო. და ხომ არ იგეგმება დამატებითი რეგულაციები ამ მიმართულებით. კურიერის დასმულ კითხვაზე პასუხი დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გასცა:

“დღეს საბჭო იქნება 2 საათზე და იქნება მსჯელობა ყველა ამ საკითხზე, ძალიან გთხოვთ ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომაც საქართველომაც და მთელმა რიგმა ქვეყნებმაც დააწესეს შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე. მაგრამ ძალიან გთხოვთ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი, ინდოეთში არ იციან ეს შტამი პრევალირებს თუ ბრიტანული შტამი, რომელიც ყველგან ცირკულირებს და მათ შორის ჩვენთან თითქმის სრულად ბრიტანული შტამია, როგორც ყველგან. ეს შტამი ჯერჯერობით ემორჩილება იმ ვაქცინებს, რომელიც დღეს ადმინისტრირდება, რა თქმა უნდა მეტ-ნაკლები ეფექტურობით,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები