კურსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს – რუსული მედია

რუსეთში, კურსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კურსკის რეგიონის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის თავზე“, – წერს კურსკის ოლქის გუბერნატორი საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე.

რეგიონის ხელმძღვანელმა სამხედროებს, რომლებმაც დრონი ჩამოაგდეს, მადლობა გადაუხადა. მან ასევე სთხოვა მოსახლეობას, რომ აღმოჩენის შემთხვევაში არ შეეხონ თვითმფრინავის ნამსხვრევებს, არამედ შეატყობინონ 112-ს.

მსგავსი თემები