,,საუბარიც კი არ ინება, რომ თავისი გადაწყვეტილება რაღაცით გაემართლებინა”- ვოლსკი პრეზიდენტზე

,,საზოგადოებას დაეუფლა განცდა, რომ უსამართლობა ჩვეულებრივი ამბავია, თუ რაიმე გადაწყვეტილება არის დამოკიდებული პრეზიდენტ ზურაბიშვილზე”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხად.

ვოლსკი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, განცხადების არგაკეთებაც საზოგადოების მიმართ გარკვეული დამოკიდებულების მაჩვენებელია, ვინაიდან დანაშაულიც ძალიან ხილული იყო. დანაშაული საკმაოდ დიდი, საკმაოდ მძიმეა და საუბარიც კი არ ინება, რომ თავისი გადაწყვეტილება რაღაცით გაემართლებინა – ევრორეკომენდაციით ან გარკვეული შენიშვნის გამო, რომელიც შუალედურ ანგარიშში გავიგონეთ. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს შეთანხმებულიც იყო, რომ ევროკავშირს შუალედურ შეფასებაში მედიაგარემოზე ცუდი შეფასება უნდა ეთქვა, გამოეცხადებინა და შემდეგ მას ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ეს გადაწყვეტილება რაღაც კოსნპირაციულ, საკმაოდ არასასიამოვნო ნალექს ტოვებს. ძალიან დიდი დანაშაულია ჩადენილი და არავითარი კავშირი არ აქვს მედიათავისუფლებასთან, მედიაგარემოსთან. პირიქით, მედიის გამოყენებით მოხდა სერიოზული დანაშაულის ჩადენა, საუბარია დიდ თანხაზე, რომელიც იქნა გაფლანგული გამიზნულად და საკმაოდ ოსტატურად დალაგებული თაღლითური სქემით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები