,,ერთადერთი, ვისი აქტივებიც მახსენდება, ეს არის ელენე ხოშტარიას შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტიდან”- შალვა პაპუაშვილი

ერთადერთი, ვისი აქტივებიც მახსენდება, ეს არის ელენე ხოშტარიას შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტიდან, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებას.

„მგონი, ერთმანეთს იცნობენ, დაუკავშირდნენ და გაყინონ რუსეთიდან გადმორიცხვები, ელენე ხოშტარიას ჯიბეში რუსული ფული. ვინმეს რაიმეს გაკეთება თუ უნდა, პირველი ეს საკითხია და ამით დაიწყონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დავით არახამიამ განაცხადა: ,,მთელ მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის. კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“.

მსგავსი თემები