“შიდაგავრცელება სერიოზულია, ინფექცია ტრიალებს მოსახლეობაში უსიმპტომო ფორმით” – ამირან გამყრელიძე

“საქართველოში ბოლო დღე-ღამეში 30 შემთხვევების დაფიქსირება მიუთითებს, რომ შიდა გავრცელება სერიოზული გვაქვს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, პირველივე სიმპტომების დროს, მიმართონ ექიმს.

“30 ნიშანია, რომ შიდა გავრცელება უკვე სერიოზული გვაქვს. იგივე სასულიერო პირის, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების და კიდევ ბევრი გვაქვს სამწუხაროდ, ასეთი შიდაგავრცელების შემთხვევები. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექცია ტრიალებს მოსახლეობაში. ხანდახან უსიმპტომო ფორმით, თუმცა შედარებით ნაკლებია. ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას, პირველივე სიმპტომების დროს მიმართონ ექიმს”, – თქვა მან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 296 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. მათგან 69 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.

მსგავსი თემები