„ძირითადად, აფეთქებები ხდება ბინაში არსებული მკვლელი დანადგარების გამო“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავართან“

„ბუნებრივი გაზის სექტორში ძირითადი პრობლემა დაკავშირებულია მოძველებულ ქსელებთან და ბინაში არსებულ ძველ დანადგარებთან, რომელიც ექსპლოატაციიდან გამოსულია და საშიშია, პირდაპირი ნაღმია“ – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმამედიაცენტრ მთავართან და ბინებში აფეთქებებისა და გაზის გაჟონვის სტატისტიკაზეც ისაუბრა.

„ასეთი ტიპის დანადგარები სახლში არ უნდა იყოს,  ეს არის რეციდივი. მომხმარებლებს მინდა შევახსენო რომ გაზი არის ყველაზე საშიში ნივთიერება უნდა მოვსპოთ ყველა ის დანადგარი სახლიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. კომპანიებს უნდა მივუთითოთ მონიტორინგის გაძლიერებისკენ, განსაკუთრებთ რეგიონებში. ძირითადად აფეთქება ხდება დანადგარების გამო.  ასეთი დანადგარები სახლში არ უნდა იყოს. საკმაოდ ხშირია, როცა მომხმარებლები რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ“ – აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა მედიაცენტრ მთავართან“.

ენერგოომბუდსმენის შეფასებით, წელიწადში ერთხელ, აუცილებელია გათბობის სისტემების შემოწმება.

„რისკები მთელ რიგ უბნებში არსებობს, ძირითადად ძველ უბნებში – ნავთლუღი,  ნაძალადევი,  სანზონის ტერიტორია და სხვა.რაც შეეხება ბუნებრივი გაზის გაჟონვისა და აფეთქებების სტატისტიკას, შემდეგია:    2022 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად მთლიანობაში დაფიქსირებულია აფეთქების 4 ფაქტი, რომლის შედეგად გარდაიცვალა – 3 მოქალაქე. აფეთქების შემთხვევებიდან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა; 2022 წელს მთლიანობაში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისაგან (CO – ნახშირჟანგი, იგივე, ნახშირბადის მონოქსიდი) ინტოქსიკაციის (მოწამვლის) – 76 შემთხვევა. გარდაიცვალა – 15 ადამიანი; შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2401 მუხლის საფუძველზე გამოძიება დაიწყო 38 დანაშაულის ფაქტზე“ – აღნიშნა ვარდიაშვილმა მედიაცენტრ მთავართან.“

 

მსგავსი თემები